სატრენინგო/საკონსულტაციო მოდულები
მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს, „ბრიჯ- ინოვაცია და განვითარების" (ბრიჯი) პროფესიონალთა გუნდი სთავაზობს ტრენინგების ფართო სპექტრს. ბრიჯი მზად არის სისტემური მიდგომით და კვლევითი სტრატეგიის გამოყენებით შეაფასოს თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები და დაგეხმაროთ უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ცოდნის გაღრმავებაში შემდეგი მიმართულებებით: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულება(DCFTA), ჰიგიენის დაცვის სანიმუშო პრაქტიკა, სურსათის უვნებლობის ხუთი მთავარი წესი, HACCP (საფრთხის ანალიზი და საკონტროლო კრიტიკული წერტილები) სტანდარტები თხილისა და რძის პროდუქციის წარმოებაში, სურსათის უვნებლობის სტანდარტები რძის გადამამუშავებელ სექტორში, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობა, ტრენერთა ტრენინგი, ადვოკატირება, მარკეტინგი, პრეზენტაციის უნარები, ფონდების მოზიდვა/მოძიება, გენდერი, თემის მობილიზაცია, ლიდერობა, გუნდის და გუნდური მუშაობის გაძლიერება, პროექტების წერა, საჯარო შესყიდვები და კომუნიკაციის უნარები.
სატრენინგო/საკონსულტაციო მოდულები შეიქმნა თქვენს წინაშე არსებული სირთულეების დასაძლევად და თქვენი ორგანიზაციის მიზნების განხორციელების მხარდასაჭერად. მოდულები გაპოვნინებთ პრობლემების გადაჭრის ან მათთან უკეთ გამკლავების გზებს.